ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. სხვადასხვა საკითხთან ერთად საუბარი შეეხო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, უწყვეტ სამედიცინო განათლებას და შრომის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორ სახელმწიფოსთან ყველა პროექტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.