ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მსჯელობს

ორსაათიანი დაგვიანებით დაიწყო პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა. დეპუტატებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე უნდა იმსჯელონ.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. დადგება თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროექტი პარლამენტის დღის წესრიგში 2017 წლის ბოლომდე, როგორც ამას სამოქალაქო მოძრაობის წევრები ითხოვენ და რა გახდა კომიტეტის სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზი – გვანცა გავაშელი თემის დეტალებით.