„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები“

„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები”- ამ სახელწოდებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შორის დისკუსია გაიმართა.

მთავარი განსახილველი საკითხი 520-ე დადგენილებაა, რომელიც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. თამარ გაბუნიას განმარტებით, საკითხზე აქტიური მსჯელობა 30-კაციან საბჭოს ფორმატში  გაგრძელდება, სადაც კლინიკების ხელმძღვანელობა, ექსპერტები და თავად სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან.

საბჭოს პირველი სხდომა კი ხვალ გაიმართება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, მაგალითად დეფიბრილატორის თანხას უწყება არა სამინისტროს მიერ დადგენილი ტარიფით, აანაზღაურებს, არამედ კლინიკის ფაქტიური დანახარჯით.