საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
დავით სერგეენკომ დღეს ეკატერინე ტიკარაძე თანამშრომლებს პირადად გააცნო. ჯანდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გაგრძელდეს სამინისტროში დაგეგმილი თითოეული რეფორმა. ტიკარაძის თქმით, მან ურთულესი დარგი ყველაზე წარმატებული მინისტრის, ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ ჩაიბარა, რაც მის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის.
დავით სერგეენკომ უწყების თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.