ჯანაშიას მიერ საპატიმროს დატოვება

მიხეილ კალანდიას ოჯახი დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჯანაშიას სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლას აპროტესტებს.

ადვოკატი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობს, რასაც, მისი თქმით, მიხეილ კალანდიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა უდევს საფუძვლად.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა. მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით. საუბარია 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე.