ოპერის თეატრის სცენაზე ცნობილი წარმოდგენა ბრუნდება. იტალიის პატარა სოფელში განვითარებულ ამბავს მაყურებელი ამჯერად ახალი ინტერპრეტაციით ნახავს. ეს იქნება პოპულარული საოპერო დადგმის, „ჯამბაზების“ თანამედროვე ვერსია. პრემიერამდე ორი დღე რჩება.
დეკორაციები აწყობილია, დასი მაყურებელთან შეხვედრის მოლოდინშია. 26 თებერვალს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე საოპერო შედევრი კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.