„დროას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაერთხელ დაანონსებული „შავი სიების“ იდეის განხორციელებას ხოშტარია-ჯაფარიძის დუეტი იწყებს.
„დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები მათივე შეფასებით, სისტემის მსახურებისა და ანტიდასავლურ კამპანიაში ეჭვმიტანილი პირების მონაცემებს სპეციალურ საიტზე გამოაქყვეყნებენ. „ლინჩის წესით გასამართლების მცდელობა“ – ასეთია ოპოზიციის ნაწილის შეფასება. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა პლატფორმას თითქმის სრული ოპოზიციური სპექტრი გაემიჯნა და პროცესს არაადეკვატურიც კი უწოდა. მმართველ გუნდს კი, ხოშტარია-ჯაფარიძის გადაწყვეტილებამ 1937 წელი და ბოლშევიკური მეთოდები გაახსენა. „ქართულ ოცნებაში“ იდეის ავტორებს დღეს უახლესი წარსული შეახსენეს. კრიტიკის მიუხედავად, იდეის ავტორები უახლოეს მომავალში სიის გაფართოებას აანონსებენ.