ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის სასამართლო პროცესი

ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე დამატებით ჩანიშნული სასამართლო პროცესები არ გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. სასამართლოზე პროცესების გადადების შუამდგომლობა ბადრი ჯაფარიძემ დააყენა. ჯაფარიძის განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში პროცესების ჩატარება ხელს უშლის „ლელოს“ საარჩევნო კამპანიის წარმოებას, მათ კი აუცილებლად სურთ დაესწრონ ყველა პროცესს. აღნიშნული შუამდგომლობის შემდეგ, სხდომათა დარბაზში მცირე ხმაური იყო. მამუკა ხაზარაძემ სხდომათა დარბაზიდან გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ საქმის სამივე პროკურორი ფინანსურ ნაწილში უკიდურესი უცოდინარობით გამოირჩევა. ხაზარაძემ შოთაძეს სთხოვა, აღნიშნული პროკურორები კვალიფიციური პროკურორებით ჩაანაცვლოს.