წარმოდგენა, რომელიც ბავშვებისთვის და უფროსებისთვის ერთნაირად საინტერესოა.
ქართული ანიმაციის თითქმის საუკუნოვან ისტორიას და ყველასთვის საყვარელ ანიმაციურ პერსონაჟებს სცენაზე კიდევ ერთხელ გააცოცხლებენ. „ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან“ – ქართული მულტფილმების შექმნის საინტერესო ისტორიებთან ერთად შესრულდება ანიმაციისთვის დაწერილი ცნობილი სიმღერებიც, რომლებიც ბავშვობაში დაგვაბრუნებს.
პერსონაჟების შექმნიდან ცისფერ ეკრანებამდე – რა სირთულეებს აწყდებოდნენ ქართველი ანიმატორები შემოქმედებით პროცესში. სცენიდან მაყურებელს მოუყვებიან გამხმოვანებლებზეც, რომელთა ხმებიც ბავშვობის მოგონებებს კიდევ ერთხელ გაგვახსენებს. 3 მაისს დიდი საკონცერტო დარბაზი ყველა ასაკის მაყურებელს ელოდება.