იყალთოს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი ძველ იერსახეს იბრუნებს. ფერისცვალების ტაძარს ჩამონგრევის საფრთხე აღარ ემუქრება, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შიდა სივრცეში მიმდინარეობს. იქამდე კი მოეწყო სარტყელი, დასრულებულია გადახურვა, საძირკვლის გაძლიერების მიზნით, ტაძრის დარბაზსა და საკურთხეველში მოიხსნა აგურის იატაკი, რის შემდეგაც ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, რესტავრატორები ახლა კედლებზე გაჩენილ ბზარებს ავსებენ. წყალმოვარდნისგან კომპლექსის დასაცავად დაგეგმილია სანიაღვრე სისტემის მოწყობაც. სამუშაოები გრძელდება იყალთოს აკადემიის გალავანზეც. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები