ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

ორი ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება. იმ შემთხვევაში, თუ მსურველები საჭირო დოკუმენტაციას 26 ივნისამდე არ წარადგენენ, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. ბოლო, მეოთხე ეტაპი კი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მოსწავლის რეგისტრაციას მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.