ივეტ გრიმოსადმი მიძღვნილი კონცერტი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ივეტ გრიმოსადმი მიძღვნილ კონცერტს უმასპინძლა. გაიმართა წიგნის პრეზენტაციაც. ივეტ გრიმო ლეგენდად ქცეული ფრანგი ქალია, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიარა და ქართული სიმღერის დახვეწილ ფორმებში, როგორც თავად ამბობს, იპოვა ის ღირებულებები, რომლებიც დასავლეთში უკვე დაკარგული იყო. კონცერტზე კიდევ ერთხელ შესრულდა ის უნიკალური ხალხური სიმღერები, რომლის ჩასაწერად გრიმო საქართველოს სტუმრობდა. წიგნი ორ ენაზე გამოიცა.