პატრიარქის კურთხევით აშენებული ტაძარი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე – ეკლესია, რომელიც მის სახელს ატარებს, დღეს მრევლით იყო სავსე.
სწორედ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში შეასრულა ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მეუფე შიომ მრევლს ქადაგებითაც მიმართა და ცოდვების მონანიების და მათი არ გამეორების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მეუფე შიომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეზე და ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულებზეც ისაუბრა. 11 საუკუნის წინ ივერონის ქართულ მონასტერთან სასწაულებრივად გამოჩენილი ხატის ანალოგები სიონის ტაძარში და მახათას მთაზე აშენებულ ტაძრებშია დაბრძანებული.