ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადება

ივერი მელაშვილის ადვოკატი სასამართლოს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის გარეშეც უნდა მიეღო. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, არც გუშინ და არც მანამდე მათი პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მელაშვილსა და ილიჩოვას საერთოდ ბრალი არაფერში არ მიუძღვით.