ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ოთხი წლის და ხუთი თვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” უხელმძღვანელებს.

გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ყოფილ პრემიერთან ერთად მთავრობის მეთაური, პარტიის ხელმძღვანელობა და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, თუმცა არასრული შემადგენლობით.

უკავშირდება თუ არა ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილება უმრავლესობის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას – ბიძინა ივანიშვილს მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებია.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნების” დამფუძნებელს პარტიის თავმჯდომარეობა გუნდის სახელით და პარტიის გასავითარებლად თავად სთხოვა.