ივანიშვილი - დღეს საქართველოს ყველა უცხოელმა პარტნიორმა იცის, რომ "ქართული ოცნება" პროდასავლური ძალაა

“ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლის პირველი ხუთი წელი დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობისთვის დასჭირდა, იმისათვის რომ გუნდის პროდასავლურობა დაემტკიცებინა, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მუშაობის შეფასებისას.

მმართველი გუნდის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მთავრი პრობლემა, წინა ხელისუფლების მიერ, “ქართული ოცნების” შესახებ, უცხოელი პარტნიორებისთვის გაგზავნილი არასწორი შეტყობინებები იყო. დღეს კი საქართველოს ყველა უცხოელმა პარტნიორმა იცის, რომ “ქართული ოცნება” პროდასავლური ძალაა.