ივანე ჯავახიშვილის არქივის საიუბილეო გამოფენა
ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, უნიკალური საარქივო ჩანაწერები, ფოტოები, პირადი მიმოწერები – გამოფენა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს უძღვნიან. ექსპოზიცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში დაცულ საარქივო მასალებს აერთიანებს. გამოფენით დამთვალიერებელი ცნობილი მეცნიერის შესახებ ბევრ აქამდე უცნობ ამბავს და სიახლეს გაიგებს.