ივანე ჯავახიშვილის 150 წელი

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო თარიღს მის მშობლიურ სოფელში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ისტორიული სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ახლა დასკვნით ეტაპზეა. ადგილი, რომელიც დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მოგონებებს ინახავს, მალე სტუმრების მისაღებად განახლებული სახით გაიხსნება. შენობა სამუზეუმო სივრცესთან ერთად, საგანმანათლებლო შემეცნებითი დანიშნულებითაც იფუნქციონირებს.

ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები