ივანე ჯავახიშვილი 150
გამოფენა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე ექსპოზიციაზე ცნობილი მეცნიერის საარქივო მასალები, პირად ჩანაწერები და მისი მემორიალური ნივთებია წარმოდგენილი. გაიმართა ორი ახალი გამოცემის პრეზენტაციაც. გამოიცა ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა მრავალტომეულის პირველი ტომი. ხელნაწერთა ცენტრმა იუბილეს მიუძღვნა დავით გვრიტიშვილის მონოგრაფიის სახელწოდებით, „ივანე ჯავახიშვილი – ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე” ხელახალი გამოცემა. მეცნიერის საიუბილეო გამოფენის ნახვა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.