ივანე ჩხაიძის განცხადება

კორონავირუსით ბავშვებში რეინფიცირების არცერთი შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. ივანე ჩხაიძე თქმით, ბავშვებში კორონავირუსის ინფექცია ისეთივე მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში იყო. მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა შტამებს ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელზე გავლენა არ მოუხდენია. ივანე ჩხეიძე ვირუსის საწინააღმდეგო ორივე დოზით ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა 1000 ადამიანში მხოლოდ ორი ფიქსირდება. მისივე განმარტებით, ეს ადამიანები სხვებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

მოამბე