იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შვიდი მოსამართლე უვადოდ გაამწესა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ შვიდი  მოსამართლე უვადოდ გამწესდა. საბჭოს წევრებმა, წარდგენილ  შვიდივე კანდიდატს მხარი დაუჭირა და ისინი უვადოდ დაინიშნენ. ამ მოსამართლეებმა, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, დღევანდელ დანიშვნას საბჭოს წევრები მიუდგნენ ფორმალურად და ავტომატურ რეჟიმში მოხდა, ასევე ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერა თუ არა აქვს, ისე ვერცერთი კანდიდატი ვერ დაინიშნება.

დღეს დანიშნული მოსამართლეები არიან:  გოგუაძე ელენე, გულუაშვილი მერი,  კაკაბაძე ხათუნა,  კოპალიანი ირაკლი,  მეშველიანი თამარ, ფარქოსაძე დიანა,  ქოქიაშვილი მაია.