იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.

საბჭო დღეს 15 კანდიდატს გაესაუბრა. მსმენელთა შესარჩევ კონკურსში 101 კანდიდატი მონაწილეობს.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია, საბჭოში 21 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულად მიმდინარეობდა.

იუსტიციის სკოლაში ამ ეტაპზე 20 მსმენელის მიღებაა შესაძელებელი.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, გაორმაგდა მსმენელთა სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.  ისინი 1000 ლარის ნაცვლად, თვეში 2000 ლარს მიიღებენ.