იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მოთხოვნა

ანა დოლიძეს შესაძლოა იუსტიციის საბჭო დაატოვებინონ.

მოსამართლეთა კორპუსი და მთელი პოლიტიკური სპექტრი ახლა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება. სწორედ პრეზიდენტს მიმართავს იუსტიციის საბჭოს 11 წევრი და დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვს. კოლეგები იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ეთიკის დარღვევაში და სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ დოლიძე საბჭოს წევრის მანდატს პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებს. სასამართლოს ზედამხედველი ორგანოს მოთხოვნა მმართველი გუნდის წევრთა ნაწილისთვისაც მიუღებელია.

იუსტიციის საბჭოში წინა პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი ანა დოლიძე თავს დევნის ობიექტად მიიჩნევს.

 

დატოვე კომენტარი