იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რვა საკითხზე მსჯელობენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს.

საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე მსჯელობენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, გამოსაცდელი ვადის შეწყვეტისა და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხია.

დღეს უვადოდ გამწესების თაობაზე საბჭომ 10 მოსამართლის განაცხადი განიხილა, მანამდე კი, საკუთარი სურვილი უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, 19 კანდიდატმა დააფიქსირა.

საერთო ჯამში, საბჭოს 29 მოსამართლეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება და მათი უვადოდ გამწესების საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელებენ.