იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხუთ საკითხს განიხილავენ

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრება იმ მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებსაც საბჭო უვადოდ გამწესებაზე უარს ეტყვის. გარდა აღნიშნული საკითხისა, იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების ცვლილებაზეც იმსჯელებს. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს წევრი ანა დოლიძეა.

თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.