იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

როგორ და რა ინფორმაცია უნდა მოიძიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესახებ. ამ საკითხზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მსჯელობენ.

შერჩევის წესში ცვლილებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციები ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც საბჭო კანდიდატის შესახებ ინფორმაციას ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად პროფესიული საქმიანობის შესახებაც მიიღებს.

საბჭოს უფლება ექნება გამოითხოვოს ინფორმაცია საბანკო და ძალოვანი უწყებებიდან კანდიდატის მიერ შესაძლო სამართალდარღვევების შესახებაც.

ინიციატივის მიხედვით,  5-დან 10 სამუშაო დღემდე იზრდება ვადა, იმისთვის რომ კანდიდატი მის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას გაეცნოს და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო მტკიცებულებები წარმოადგინოს.