იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი.

მოამბე