იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

იუსტიციის საბჭოს წევრებს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში არ მოსწონთ. საუბარია შუალედურ დასკვნაზე, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა წინა კვირას გამოაქვეყნა და მასში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის მიმართ გარკვეული შენიშვნები გამოთქვა.

ოდირის ავტორები მიუთითებდნენ გასაუბრების დროს ცალკეულ კანდიდატთა მიმართ არათანაბარ მოპყრობაზე, შენიშვნა იყო პარლამენტში გადაგზავნილი 20-კაციანი სიის, ასევე, იუსტიციის საბჭოს მდივნის მიმართ, რომელიც თავადაც კონკურსის მონაწილეა.

დასკვნის შინაარსს არ ეთანხმებიან იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც ანგარიშის წაკითხვის შემდეგ თავადაც მოამზადეს 20 შენიშვნა და დასკვნის ავტორებს გაუგზავნეს.