იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით, „საია“ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვრცლადაა საუბარი სასამართლო სისტემის გამოწვევებზე. არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პრობლემად ე.წ კლანურ მმართველობას ასახელებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მოსამართლეებს საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად ხმების 2/3 აქვს, რომელიც სრულიად საკმარისია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.