იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების არჩევის პროცესი

საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ერთსაათიანი შესვენების შემდეგ, პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე წუთში განახლდება და დეპუტატების შეკითხვებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უპასუხებს.

ინტერვიუ უკვე გაიმართა წევრობის სამ კანდიდატთან. დღეს პარლამენტში კიდევ ოთხ აპლიკანტს უნდა მოუსმინონ. კითხვები ძირითადად სასამართლო სისტემას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა.

ხატია ჯამალაშვილი დილიდან ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესს და პარლამენტიდან ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.