იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება

ბოლო გადაწყვეტილების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკოსების და უფლებადამცველების მწვავე კრიტიკის სამიზნეა.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების გამო, სასამართლოს მაკოორდინერებელი ორგანოს მიმართ პრეტენზიები მმართველ გუნდშიც აქვთ. ახლა მთავარი განხილვის თემაა ის, თუ რატომ აირჩია საბჭომ უვადოდ მოსამართლე, რომლის მიერ წინა ხელისუფლების დროს მიღებული გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა პროტესტის მიზეზი. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა წინა დღეს სწორედ რამდენიმე კანდიდატის წარსული საქმიანობის გამო პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის პროცესი შეაჩერა.

დღის ბოლოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პარლმენტში მივიდა, თუმცა უპასუხოდ დატოვა მედიის შეკითხვა – შეცვლის თუ არა საბჭო კანდიდატთა 10-კაციან სიას, რომელთა შორის ერთ-ერთი თავადაც არის.

გიორგი კობერიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.