იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა მიიჩნევს, რომ ის საბჭოში კანონის ყველა ნორმის დაცვით დაინიშნა. ხარებავას პოზიციით, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდ „აფხაზეთს,“ რომელმაც მისი კანდიდატურა წარადგინა, ამის უფლებამოსილება გააჩნდა, ვინაიდან ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ თუ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, ამას იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც აღნიშნავდა, რომელმაც ეს დოკუმენტაცია 2017 წელს შეისწავლა, თუმცა ხარვეზი არ დაუდგენია.