იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხი პარლამენტიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინაცვლებს. კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ტექნიკურ დეტალებს დააზუსტებენ და  მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ. კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია მოსამართლეთა შესარჩევად იუსტიციის საბჭოს მიერ მსურველთა მხრიდან განაცხადების მიღებაზე. გარდა ამისა, იუსტიციის საბჭო საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებაც იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.