იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

იუსტიციის საბჭო კიდევ ერთხელ ხდება კრიტიკის სამიზნე.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეების შერჩევის პროცესი, დილიდან მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. კანდიდატებს შორის იყო  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ხმით უვადოდ განწესდა. კონკურსში მონაწილეობდნენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც დეკემბრის ბოლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან ცნობილ სიაში ფიგურირებდნენ. თუმცა საბჭოს მოქმედმა სამმა წევრმა, ბოლო მომენტში საკუთარი კანდიდატურები მოხსნა. ამის მიუხედავად, პროცესის მიმართ მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილნი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც კონკურსს და დღევანდელ კენჭისყრას ფორმალობად აფასებენ.

ხათუნა გაგნიძე ადევნებდა თვალს იუსტიციის საბჭოში მიმდინარე კენჭისყრის პროცედურას.