იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ისმენენ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას იზიარებს და ამბობს, რომ საბჭო უნდა დაინტერესდეს კვლევის შედეგებით.

განსხვავებული პოზიცია აქვს საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

დღესვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხს განიხილავენ, მათ შორის არის მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხები.