იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს

უკვე ხუთი საათია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.

საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე მოსამართლე უკვე გამწესდა თანამდებობაზე უვადოდ. ასევე არიან ისინიც, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა დაამთავრეს და ახლა მოსამართლეობა სურთ.

გიორგი კობერიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.