იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დასრულდა

კენჭისყრა დასრულებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭომ რვავე მოსამართლე უვადოდ განამწესა. მათ შორის არის ეკა არეშიძე, ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლე. ის იყო ერთადერთი მოსამართლე, რომელსაც საბჭოს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი არ აკონკრეტებს, ვის დაუჭირა მხარი და ვის არა. მისი თქმით, მთავარი კრიტერიუმი იყო კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭომ პროცესი ხელოვნურად გააჭიანურა, თუმცა ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს იუსტიციის საბჭოს მდივანი.

ქვეყნის მასშტაბით საერთო სასამართლოებში 154 უვადო მოსამართლეა.