იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრას მართავს. 43 ვაკანტურ ადგილზე, საბჭოს არჩევანის გაკეთება 72 კანდიდატს შორის მოუწევს.

მსურველებს შორის არიან როგორც საბჭოს მოქმედი წევრები, ასევე უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სადავო სიაში დასახელებული პირები, გახმაურებული საქმის მოსამართლეები და 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე კანდიდატები, რომელთაც უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ.

საბჭოს არამოსამართლე  წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მართლმსაჯულების სისტემაში კლანის წევრების გადალაგებას წარმოადგენს და მას არაფერი აქვს საერთო კონკურსთან.