იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ პირობებს აყენებს.

ექს-პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას მიიღებს და კლინიკა „ვივამედში“ გადავა იმ შემთხვევაში, თუ მნახველებზე შეზღუდვას არ დაუწესებენ. ყოფილი პრეზიდენტი პარიტეტის საფუძველზე კონსილიუმის მოწვევასაც ითხოვს. იუსტიციის სამინისტრო საავადმყოფოში გადაყვანის, გამოკვლევების ჩატარების და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის შეთავაზებას შესაძლო გართულებების თავიდან არიდებით ხსნის. ამ რისკის საფუძვლად კი საკვების და წამლების ნაწილის მიღებაზე სააკაშვილის უარი სახელდება.

მმართველი გუნდის ინიციატივას დადებითად აფასებს პრეზიდენტი.

ხელისუფლების შეთავაზების მიუხედავად, დღის წესრიგში რჩება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილ პრეზიდენტს თავდებში უდგება და პარლამენტს მიმართავს. მოთხოვნას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უკვე გაემიჯნა. სპეკულაციების და პოლიტიკური მოტივების გამოსარიცხად ოპოზიცია სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე კონსილიუმის მოწვევის მომხრეა.