იუსტიციის სამინისტროს სერვისები

იუსტიციის სამინისტრო ათწლიან სამოქმედო გეგმაში მთავარ აქცენტს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე აკეთებს. სამინისტროს სტრატეგია დღეს უწყების ხელმძღვანელმა, რატი ბრეგაძემ წარადგინა. იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობას იუსტიციის სერვისებით სარგებლობა გაუმარტივდეს, უკვე შეიქმნა მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც სერვისის მიღების მსურველებს თავად მიაკითხავს. დაგეგმილია ახალი საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მშენებლობაც. რეფორმები შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებსაც, მათ შორის მთავარი აქცენტი მსჯავრდადებულებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე კეთდება, რისთვისაც ონლაინ პლატფორმის შექმნა დაანონსდა.