იუსტიციის სამინისტროს სარჩელი

იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ. პირველი სასამართლო სხდომა უკვე სამი საათია მიმდინარეობს. რატი ბრეგაძის უწყებამ გამოტანილ დასკვნაზე ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესვლის კადრებზე, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა.ინსპექტორის სამსახურმა კი ეს ქმედება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

საქმეს იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განცხადებით, უწყებამ გადაწყვეტილება კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მყარი არგუმენტებით მიიღო. საბოლოოდ კი, ამ გადაწყვეტილების კანონიერება სასამართლომ უნდა შეაფასოს.