იუსტიციის სამინისტროს პასუხი საია-ს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კომენტარს აკეთებს საია-ს ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს წარუდგინა. საია-ს განცხადებით, დოკუმენტი ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით მოამზადა და არსებულ სტატისტიკას განიხილავს. ასევე, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში პატიმართა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ევროპაში და ცალკეულ დაწესებულებებში არსებულ ლოკალურ გადატვირთულობაზე. ასევე, მიმოხილულია პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის გამოწვევები, აღნიშნული ზომების გამოყენების შემცირება, გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა. ანგარიშს დღეს იუსტიციის სამინისტროში უპასუხეს.