იუსტიციის სამინისტროს განცხადება

სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევები დაადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ეს არის საქმე „გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“. პროცესი კი 2011 წლის 26 მაისის ღამეს ჩატარებულ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციას ეხება, რომლის დროსაც სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. მიზეზად შეიარაღებული ამბოხის მზადება დასახელდა. რაც შეეხება პროცედურული ნაწილის დარღვევას, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება 2013 წლამდე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე გაამახვილა. „ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რადგან ამ ეტაპამდე, გამოძიება დასრულებული არ არის“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა