იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მაასტრიხტში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების 2025-2026 წლების ღონისძიებაში მონაწილეობს. საქართველოს დელეგაცია საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ კლაუდიო მატერას შეხვდნენ, სადაც საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები განიხილეს. კლაუდიო მატერა გაეცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. საუბარი შეეხო იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ევროპულ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების, პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ორგანიზებას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს EIPA-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობაც. შეხვედრა შედგა უნგრეთის ციფრული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველ პიტერ ვიდოსთანაც, სადაც მხარეებმა ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე ისაუბრეს.