იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა 

მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი თანახმაა გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ.

შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე მედიის წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრმა გააცნო.

რატი ბრეგაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის და სხვა მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაა. რატი ბრეგაძემ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გორის კლინიკაში გადაყვანის პირობებზეც ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სააკაშვილის ეტაპირებას და შემდგომ ექიმების მუშაობას, პატიმარი ისევ გადაყვანილი იქნება გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.