იუსტიციის სამინისტრომ პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო

პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია. იუსტიციის სამინისტრო, საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით, მოქალაქეებს ახალი დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

პირადობის მოწმობების გაცემა 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდება. იუსტიციის მინისტრის თქმით, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი; ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, უსრულდებათ 18 წელი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

სიახლე ეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე.