იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოები
იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს. ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ, წალენჯიხის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს. იუსტიციის სახლის ფილიალი მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. წალენჯიხის იუსტიციის სახლში ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან. ფილიალში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპების ოფისებიც განთავსდება. წალენჯიხის იუსტიციის სახლი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, რიგით მე-16 ფილიალი იქნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 125 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.