იუსტიციის სახლი სოფელ ჭალაში 

21:55, 23.10.2026

600-ზე მეტი საჯარო სერვისი ერთ სივრცეში – სახელმწიფო სერვისებით დღეიდან სოფელი ჭალის მოსახლეობაც ისარგებლებს. სწორედ აქ გაიხსნა იუსტიციის სახლის 128-ე ფილიალი. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა კვალიფიციური და სწრაფი მომსახურების შესაძლებლობას იძლევა. ის სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებზე. რეგიონებში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის მიზანი, მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფაა.

 

მსგავსი