იუსტიციის საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსახილველ 9 საკითხზე მსჯელობენ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნას ეხება. დღეისთვის ამ პოსტს, საბჭოს მოქმედი წევრი, ირაკლი შენგელია იკავებს, თუმცა ის მოვალეობის შესმრულებელია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი აღნიშნულ ვაკანსიაზე რამდნეიმე კვირის წინ გამიცხადდა, ჯერ-ჯერობით საბჭოში განაცხადები არ შესულა.