იუსტიციის საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევა დაიწყო.

საბჭო კანდიდატების განაცხადებს 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

უზენაეს სასამართლოში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ, სამი კვირის განმავლობაში, საბჭოში შესაბამისი განაცხადი ელექტრონული ფორმით გაგზავნონ. რაც შეეხება განაცხადის ფორმას, რომელიც კანდიდატებმა უნდა შეავსონ, ის საბჭომ გასულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.